”ქართული ოცნების" ყრილობაზე სიის პრეზენტაცია არ იგეგმება
პოლიტიკური გაერთიანება ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” დღეს რიგით IV ყრილობას გამართავს. ყრილობაზე პარტიის წევრები ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ. ამ პოსტზე წარდგენილია პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. ყრილობა ასევე პარტიის პოლიტსაბჭოს განახლებულ შემადგენლობას აირჩევს და ახალ წესდებას დაამტკიცებს.
”ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, ყრილობაზე მიწვეული არიან ყოფილ პრემიერ-მინისტრები ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი. მისივე განცხადებით, პარტია ”ქართული ოცნების” ყრილობაზე მიწვეული არიან პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, ”მრეწველების” ლიდერი ზურაბ ტყემალაძე და ”კონსერვატიული პარტიის” ლიდერი ზვიად ძიძიგური.
პარტიულ ყრილობაზე ”ქართულმა ოცნებმა” დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც მიიწვია.
ყრილობაზე მიწვეული არაა ქვეყნის პრეზიდენტი,
ასევე დაგეგმილი არაა სიის პრეზენტაცია,
პარტიის ყრილობა თბილისის სპორტის სასახლეში 16:00 საათზე დაიწყება.
ავტორი: ნიუპრესი





13:50
21:51
11:02
16:29
















