„ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა, რომ ორპარტიული პარლამენტი მოგვეღო"
"პატრიოტთა ალიანსის" ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი 2016 წლის საპარლამენტრო არჩევნებს აფასებს.
ქუთაისის #49 ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატის გოგი წულაიას განცადებით, „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ გაერთიანდნენ. მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ორპარტიული პარლამენტი ყოფილიყო.
„ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ორპარტიული პარლამენტი ყოფილიყო. ეს ქვეყანა გაწირეს, „ქართულმა ოცნებამ“ გაიყვანა „ნაციონალური“ მოძრაობა. ამ ყოველივეში ვადანაშაულებ ქუთაისელ ამომრჩეველს, იმ ადამიანებს, ვინც არ მივიდა არჩევნებზე და მათი ხმები ამ ორ პარტიას ჩაუგდეს ხელში“,-განაცხადა წულაიამ.
წულაია, საერთო ჯამში, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს დადებითად აფასებს. მისი თქმით, წლევანდელმა არჩევნებმა მშვიდობიანად ჩაიარა, მიუხედავად იმისა, რომ იყო მცირედი დარღვევები.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















