|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქიბარ ხალვაშსა და ირაკლი ოქრუაშვილს შორის საიდუმლო ხელშეკრულება არსებობდა

"რუსთავი 2"-მა  ქიბარ ხალვაშსა და ირაკლი ოქრუაშვილს შორის 2010 წლის გერმანიაში გაფორმებული ხელშეკრულება გამოამზეურა, რომლის მიხედვითაც ბიზნესმენი, რომელიც "რუსთავი 2"-ზე პრეტენზიას აცხადებს, თავად აღიარებს, რომ სამაუწყებლო კომპანიის ყველა უფლება ირაკლი ოქრუაშვილს ეკუთვნის.

დოკუმენტში მხარეები ადასტურებენ, რომ ირაკლი ოქრუაშვილის მიერ ქიბარ ხალვაშის სახელითა და მეშვეობით შეძენილ იქნა საქართველოს იურისდიქციის ქვეშ მყოფი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის 100%-იანი წილი.

„ქიბარ ხალვაშის პრეტენზიები "რუსთავი 2"-ზე არის სამართლებრივად აბსოლუტურად უსაფუძვლო და მათი დაკმაყოფილება შეუძლებელია,“- აცხადებს  არხის გენერალურმა დირექტორი ნიკა გვარამია.

ხელშეკრულების მიხედვით, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის შესაძენად დადებულ ყველა გარიგებაში ქიბარ ხალვაში წარმოადგენდა ირაკლი ოქრუაშვილის ნომინირებულ პირს და მოქმედებდა მისი სახელით.

"შესაბამისად, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ზე, მის წილებზე, აქტივებზე, ინტელექტუალურ საკუთრებაზე, მის წილთან შემძენ კომპანიებზე, "რუსთავი 2"-ის მესაკუთრეობასთან დაკავშირებულ ყველა პრეტენზიაზე უფლებები ეკუთვნის ირაკლი ოქრუაშვილს," - წერია დოკუმენტში.

ხელშეკრულების ავთენტურობას, ხალვაშისაგან განსხვავებით,  ადასტურებს ირაკლი ოქრუაშვილი. ის უახლოეს პერიოდში ქიბარ ხალვაშის წინააღმდეგ სამართლებრივი დავის დაწყებას აპირებს.

ტელეკომპანიის  ადვოკატები  უზენაეს სასამართლოში აღნიშნულ დოკუმენტს დღეს წარადგენენ.

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა