ქორწინების შესახებ სარეფერენდუმო საკითხი ცესკომ დაარეგისტრირა
საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 12 ივნისის სხდომაზე, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარდგენილი სარეფერენდუმო საკითხი რეგისტრაციაში გაატარა. კითხვამ შემდეგნაირი ფორმულირება მიიღო; „თანახმა ხართ თუ არა, რომ სამოქალაქო ქორწინება განისაზღვროს, როგორც ოჯახის შექმნის მიზნით კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის?“
მოთხოვნის წარმდგენები ალექსანდრე ბრეგაძე, სოსო მანჯავიძე,ზვიად ტომარაძე არიან.
ცესკომ საინიციატივო ჯგუფის სარეფერენდუმო საკითხი რეგისტრაციაში დღეს გაატარა და გამოაქვეყნა ოფიცილურ გვერდზე.
შეგახსენებთ, ქორწინების დეფინიციის განსაზღვრის მცდელობა პარლამენტში უშედეგოდ დასრულდა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















