|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქურდული სამყაროს" წინააღმდეგ კანონი მკაცრდება

"ქურდული სამყაროს" წინააღმდეგ კანონი მკაცრდება. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილების პროექტი, რომელიც ქურდული სამყაროს წინააღმდეგ არის შემუშავებული, მოქმედ კანონთან შედარებით გაცილებით უფრო მკაცრია. მინისტრის მოადგილის განცხადებით, ახალი კანონპროექტის მიხედვით, როგორც კი ქურდული სამყაროს წევრი, ე.წ. კანონიერი ქურდი გადმოკვეთს საქართველოს სახელმწიფო საზღვარს, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან დაუყოვნებლივ მოხდება მისი დაკავება.

„კანონპროექტით არაფერი შეცვლილა ქურდული სამყაროს წევრის და კანონიერი ქურდის მიერ საზღვრის გადმოკვეთის შემთხვევაში დაკავებასთან დაკავშირებით. როგორც კი ეს პირები გადმოკვეთენ საქართველოს სახელმწიფო საზღვარს, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან დაუყოვნებლივ მოხდება მათი დაკავება"-განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა, მის თქმით, ერთი სიტყვაც ამ მხრივ კანონპროექტში შეცვლილი არ არის. 
მისივე თქმით,  ქურდული სამყაროს წევრობისა და კანონიერი ქურდობისთვის სანქციები იზრდება 15 წლამდე ვადით.

ასევე, მთელი რიგი ქმედებები, რომლებიც დღეს დანაშაულს არ წარმოადგენს, ცხადდება დანაშაულად. ანუ, ფართოვდება იმ ქმედებების წრე, რომელიც დანაშაულად იქნება მიჩნეული. მაგალითად, დანაშაული იქნება ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვა - საკმაოდ მკაცრი სანქციით, დანაშაული იქნება ნებისმიერი პირის მიერ ქურდული შეკრების ორგანიზება და ამგვარ შეკრებაში მონაწილეობა და დანაშაული იქნება ქურდული სამყაროს და კანონიერი ქურდის, ასევე, ქურდული სამყაროს საქმიანობის ნებისმიერი ფორმით

მხარდაჭერა: ეს იქნება ფიზიკური მხარდაჭერა, ეს იქნება ფინანსური მხარდაჭერა თუ ა.შ. მთელი რიგი მიმართულებებით კანონმდებლობა გაცილებით უფრო მკაცრი გახდება, ვიდრე ეს არის დღეს მოქმედი კანონი“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა