|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერია მოსწავლებსა და სტუდენტებს სტიპენდიას სთავაზობს

ქუთაისის N1 საჯარო სკოლაში 7 და 8 მაისს კონკურსი სახელწოდებით "მერის სტიპენდია წარმატებული მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის" გაიმართება.

7 მაისს მოსწავლებისთვის ტესტირება ორ ნაწილად ჩატარდება. პირველ სესიაში მონაწილეობას მე-11 კლასის მოსწავლეები მიიღებენ, რეგისტრაცია 9:00 საათზე, ტესტირება 10:00 საათზე ქართულში, ინგლისურსა და ბიოლოგიაში დაიწყება.

იმავე დღეს მეორე რეგისტრაცია 14:00 საათზე დაიწყება.  მოსწავლეებს ტესტირება ისტორიაში, გერმანულში, რუსულში, ფიზიკაში, ქიმიისა და გეოგრაფიაში მოუწევთ.

8 მაისს 10:0საათზე ტესტირებას მოსწავლეებთან ერთად სტუდენტებიც გაივლიან.  მოსწავლეებს მატემატიკაში, სტუდენტებს კი ინგლისურში, ისტორიაში, გერმანულში, რუსულში, ფრანგულში, თურქულში, არაბულში, სპარსულსა და ქართულში.                                             
გამარჯვებულები  საგნების მიხედვით გამოვლინდებიან, რომლებიც  მერიის სტიპენდიას რვა თვის განმავლობაში მიიღებენ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი