"ქუთაისის მერიამ 1 000 ადამიანი აღდგომის დღესასწაულზე საშიმშილოდ გაწირა"
მერიის მიერ სააღდგომო ნობათის მიმღებ ბენეფიციართა რაოდენობის შეცირებას "ნაციონალური მოძრაობა" აპროტესტებს. საკრებულო ფრაქციის თავმდომარის გიგა შუშანიას განცხადებით, "ქართულ ოცნებას" ამომრჩევლები მხოლოდ საარჩევნოდ ახსენდება.
"ის, რომ 1000 ბენეფიციარით შემცირდა იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც სააღდგომოდ მერიისგან ნობათს მიიღებს, ნიშნავს, რომ "ქართულ ოცნებას" მხოლოდ არჩევნების პერიოდში ახსენდება საკუთარი ამომრჩეველი. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა და იმასაც, რომ ადამიანები ყოველდღიურად ღარიბდებიან, ეს ნიშნავს, რომ 1000 ადამიანი გაწირა ქუთაისის მერიამ აღდგომას საშიმშილოდ. ეს არის ძალიან ცუდი საქციელი ქუთაისის მერიის მხრიდან. ჩვენ მოვუწოდებთ ქუთაისის მერს და უმრავლესობას, მოხდეს ამ ადამიანებისათვის ნობათების გაცემა. თითოეული მათგანისათვის ეს ელემენტარული დახმარება მნიშვნელოვანია", -განაცხადა გიგა შუშანიანმ.
მერიის მიერ სააღდგომოდ ნობათის მიმღებ ბენეფიციართა რაოდენობის შემცირების შესახებ ინფორმაცია "ნიუპრესმა" გაავრცელა. მერიაში აცხადებენ, რომ ტენდერის დროს თუ ეკონომია დაფიქსირდა, ამ შემთხვევაში მოხდება დამატებითი ნობათის შეძენა და სიის გარეთ დარჩენილი რამდენიმე ბენეფიციარისთვის ნობათის გადაცემა.
მიმდინარე წელს საღდგომო ნობათს ქუთაისში 1785 ადამიანი მიიღებს.
2018 წლის ბიუჯეტში შემცირებული სოციალური პროექტების შესახებ "ნიუპრესი" მუშაობას აგრძელებს.
ქუთაისის მერიამ სააღდგომო ნობათის მიმღებთა რაოდენობა 1 000 ბენეფიციარით შეამცირა
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















