|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისელი იულია ლანჩავა უკანონო მშენებლობის ლობირებაში ქალაქის მერს ადანაშაულებს

ქუთაისში, წერეთლის 62 ნომერში მცხოვრები იულია ლანჩავა უკანონო მშენებლობას აპროტესტებს. მოქალაქემ მერიასთან ბრიფინგი გამართა და განმარტა, რომ მისი სახლის გვერდით მშენებლობა პროექტის გარეშე მიმდინარეობს. ლანჩავა მშენებლობის ლობირებაში ქალაქის მერს ადანაშაულებს.
ლანჩავას განმარტებით, სასამართლო პროცესის პარალელურად, მშენებლობა გრძელდება.
"დღეს მუშაობა განახლდა, ღობეს ანგრევენ, მივედი მერიაში და რეაგირება არ აქვთ. ზედამხედველობაში მეუბნებიან, რომ არქიტექტურას ეკუთვნის და პირიქით. ვერ ადგენენ და ამასობაში სახლი ინგრევა", -აცხადებს იულია ლანჩავა.
ის თვლის, რომ პროცესი განზრახ ჭიანურდება, რადგან თვლიან, რომ აშენებულს არ დაანგრევენ. "მგონი, განზრახ ხდება დროის გაწელვა, ალბათ, თვლიან, რომ აშენებულს არ დავანგრევინებ, არ ვარ ასეთი ბოროტი და ამიტომ ვითხოვდი შეჩერებას, მაგრამ თუ არ ითვალისწინებენ მოთხოვნებს, სასამართლოს დასრულების შემდეგ, კანონის ყველა მოთხოვნას შევასრულებ და სრულად დავანგრევ. ჩემი სახლი დაინგრა და არ ინტერესდებიან და მეც ასე მოვექცევი. მერიაში ლობირებენ, სასამართლოზე მერიის იურისტმა სხდომის გადადება მოითხოვა, რადგან თქვა, რომ მფლობელებს შესწორებული პროექტი არ აქვთ"-განაცხადა იულია ლანჩავამ.
ის აპირებს, სასამართლოს პარალელურად პროკურატურას მიმართოს. დღეს მას უბნის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ჭეიშვილი შეხვდა. ჭეიშვილის თქმით, ამ თემაზე კომისიის სხდომას მოიწვევს და მხარეებს მოსმენენ.

 შეგახსენებთ, აღნიშნულ მშენებლობასთან დაკავშირებით ქალაქის მერმა განაცხადა, რომ სასტუმროს მშენებლობის პროექტი შეთანხმებულია ქუთაისის მერიასთან და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან,  ყველა პროცესი მიმდინარეობს კანონის სრული დაცვით და პროექტის შესაბამისად. 

 

"მშენებლობა უკანონოა და მას ქუთაისის მერი მფარველობს"-იულია ლანჩავა

"სასტუმროს მშენებლობის პროცესი კანონის დაცვით და პროექტის შესაბამისად მიმდინარეობს"

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა