|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისელი მეზღვაური თურქეთში გემბანიდან გადავარდნის შედეგად გარდაიცვალა

თურქეთში ქართველი მეზღვაური დაიღუპა. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით, 23 წლის თორნიკე ქავთარაძე, სავარაუდოდ, გემბანიდან გადმოვარდნის შედეგად გარდაიცვალა. 


მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და შემთხვევის გამომწვევი მიზეზები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

საზღვაო ტრანსპორტის პრესსამსახურის ცნობით, მომხდართან დაკავშირებით საქმის კურსშია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და თურქეთში საქართველოს საკონსულო.

გარადაცვლილი წარმოშობით ქუთაისელია. მას სამშობლოში სავარაუდოდ დღეს გადმოასვენებენ.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა