ქუთაისელმა მთამსვლელებმა კილიმანჯარო დაიპყრეს
ქუთაისელმა მთამსვლელებმა კილიმანჯარო დაიპყრეს. ორკაციანი დელეგაცია აფრიკის უმაღლეს მწვერვალზე 15 სექტემბერს ავიდა და ქართული დროშა ააფრიალა. ნიკა ფაჩუაშვილი და მამუკა ციხისელი ქუთაისელი სპორტსმენები არიან.
მწვერვალზე ასვლის ემოციებს და გზის სირთულეზე ნიკა ფაჩუაშვილი გვიამბობს.
„10 სექტემბერს ჩავფრინდით ტანზანიაში, საიდანაც წავედით მწვერვალის დასალაშქრად. 15 სექტემბერს უკვე აფრიკის უმაღლეს მწვერვალზე ვიყავით, რომლის სიმაღლეც 5 895 მეტრია. რა თქმა უნდა, რთული გზა იყო, მაგრამ სირთულეს ახლავს ის სიამოვნება, რაც მწვერვალის დაპყრობას მოაქვს. გამგზავრებამდე აკლიმატიზაცია კავკასიონზე გავიარეთ “-განაცხადა ნიკა ფაჩუაშვილმა.
ნიკა ფაჩუაშვილი პროფესიით არქიტექტორია, მთამსვლელობა მისთვის "ჰოფი" იყო, თუმცა "ჰობით" დაწყებული გასვლები მთაში პროფესიად გადაიქცა. მისი თქმით, მთაში მარტო რჩები და მხოლოდ შენ თავს ეკუთვნი, ასევე მთამსვლელისთვის მნიშვნელოვანია გუნდის წევრების ნდობა. ნიკას თქმით, მას გაუმართლა და მასთან ერთად გამოცდილი და პროფესიონალი მთამსვლელი მამუკა ციხისელი იყო.
კილიმანჯაროზე ქართული დროშა ადრეც აფრიალებულა, თუმცა ქუთაისიდან მთამსვლელთა პირველი ჯგუფი ჩავიდა. ნიკას განცხადებით, აქტიურად ვარჯიშობენ და ემზადებიან სხვა მწვერვალების დასაპყრობად, თუმცა პრობლემა ფინანსების არარსებობა და ხელისუფლების არასათანადო მიდგომაა.
„პრობლემა ფინანსებია, სპორტის ამ სახეობას სათანადო ყურადღება არ ექცევა. ადგილობრივი ხელისუფლება ცდილობს დაგვეხმაროს, მაგრამ ამ მგზავრობისთვის თანხა ვერ გამოიყო, ალბათ, რადგან საარჩევნო პერიოდს დაემთხვა“-განაცხადა მან.
სპორტსმენები ახალი მწვერვალის დასაპყრობად ემზადებიან. მათი გეგმები ამ ეპატზე ევროპის უმაღლესი მწვერვალის მონბლანის დაპყრობას უკავშირდება.
_2.jpg)
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















