ქუთაისელმა სპორტსმენმა რუსეთის სახელით ოლიმპიური ოქრო მოიგო
ქართველმა მოჭიდავემ ბერძნულ-რომალული სტილით ჭიდაობაში ოლიმპიური ოქრო მოიგო. სპორტსმენი დავით ჩაკვეტაძე ოლიმპიადაზე რუსეთის სახელით გამოდიოდა. მან ფინალში უკრაინელი სპორტსმენი დაამარცხა.
დავით ჩაკვეტაძე წარმოშობით ქუთაისელია. რუსეთის სახელით მის გამარჯვებას სოციალურ ქსელებში არაერთგვაროვანი შეფასება მოყვა. სპორტსმენი ოკუპანტი ქვეყნის სახელით ასპარეზობის გამო გაკიცხეს. ნაწილი თვლის, რომ დავით ჩაკვეტაძემ სამშობლო სათანადო პირობების არარსებობის გამო დატოვა.
დავით ჩაკვეტაძემ საქართველოს სახელით ბოლოს ჭაბუკთა შორის ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზა. მან უცხო ქვეყნის სახელით ასპარეზობა 2010 წლიდან გააგრძელა.
როგორც "ნიუპრესს" იმერეთის ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარემ, რეზო რობაქიძემ განუცხადა, "დავით ჩაკვეტაძე ქუთაისშია დაბადებული და ქუთაისის ჭიდაობის სკოლის აღზრდილია. მისი მწვრთნელი ასევე ჩვენი თანაქალაქელია – გიორგი კოღუაშვილი, ქუთაისელია ასევ მეორე მწვრთველი ლევან კეზევაძე, რომელთა ტრიუმფი გუშინ შედგა რიო 2016–ზე. დათო ჩაკვეტაძე რუსეთში გადავიდა, რადგან მისი მშობლები იქ ცხოვრობდნენ და იქ მიაბარეს რუსეთში მოღვაზე გიორგი კოღუაშვილს, რომელიც დღეს რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია".
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















