ქუთაისელმა ზვიად პატარიძემ ოქროს მედალი მოიპოვა
ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონატი გაიმართა. ჩემპიონატი რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარეობდა, სადაც ქუთაისელმა ფალავანმა, ჭაბუკებსა და ახალგაზდებში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა ზვიად პატარიძემ ოქროს მედალი მოიპოვა.
ზვიად პატარიძემ (120კგ) წარმატებით დაიცვა შარშან მოპოვებული ევროპის ჩემპიონის ტიტული, ქართველი მძიმეწონოსანი ზედიზედ მესამედ გახდა ევროპული ოქროს მფლობელი. ახალგაზრდებში ორჯერ 2015, 2016 და ჭაბუკებში 2014 წელს. ქუთაისელმა მოჭიდავემ ფინალში რუს ნიკოლაი იზმაილოვს შანსი არ დაუტოვა და 5-0 დაამარცხა.
ბუქარესტში მიმდინარე ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის მეორე დღეს საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 2 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















