|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისი „აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელის ქალაქების თანამშრომლობისა და განვითარების ფორუმის“ წევრი გახდა

ქუთაისი „აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელის ქალაქების თანამშრომლობისა და განვითარების ფორუმის“ წევრი გახდა. ფორუმი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ ურუმჩიში გაიმართა, 2016 წლის 22-24 სექტემბერს. მასში 18 ქვეყნის 74 ქალაქის, მსხვილი ტრანსნაციონალური კომპანიების, საერთაშორისო ორგანიზაციების და უნივერსიტეტების 500-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობდა. 

 ქართულ მხარეს ქუთაისის მუნიციპლიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურის უფროსმა პაატა კლდიაშვილი გუბერნატორის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი მონაწილეობდნენ.

მერიის პრესსამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, დელეგაციის წევრთა ძალისხმევის შედეგად ქუთაისმა მიიღო „აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელის ქალაქების თანამშრომლობისა და განვითარების ფორუმის“ წევრობის დამადასტურებელი სერტიფიკატი. ასევე, ქუთაისმა განაცხადი გააკეთა „აბრეშუმის გზის ქალაქების მსოფლიო ასოციაციის“ წევრობაზე, რომელიც უახლოეს მომავალში განხილული იქნება ორგანიზაციის მიერ.

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა