ქუთაისი-ბაღდათის გზაზე ავტომანქანა ხეს დაეჯახა
ქუთაისი-ბაღდათის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ადგილზე იმყოფებიან სასწრაფო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ბრიგადები.
"ნიუპრესის" ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ხეს დაეჯახა. ავტომობილში სამი ძმა იმყოფებოდა, მათი ასაკი 15, 16 და 19 წელია. მძღოლი არ დაშავებულა, ორი ძმა კი მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ავტოსაგზაო შემთხვევა ამ დილით მოხდა.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















