|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისი იქნება ახალგაზრდული ქალაქი ახალი ენერგიით"-შოთა მურღულია

ქუთაისის მერმა "ქართული ოცნების" ოფისში ბრიფინგი გამართა,  სადაც განაცხადა, რომ მხარს უჭერს "ქართული ოცნების" მაჟორიტარ  კანდიდატებს. მან მოსახლეობასაც მოუწოდა, რომ მხარი დაუჭირონ მმართველი პარტიის სამივე კანდიდატს ქუთაისში.

მურღულიას განცხადებით, ეს არა მხოლოდ პოლიტიკური სიმპატიის, არამედ ქალაქის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი საკითხია: „ოპოზიციაში მყოფი მაჟორიტარი დეპუტატი, თავისთავად, ქალაქს ვერავითარ სარგებლობას ვერ მოუტანს, ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობა, მხარი დაუჭიროს "ქართული ოცნების" მაჟორიტარ დეპუტატობს კანდიდატებს“-განაცხადა მურღულიამ.

ქალქის მერმა ასევე ისაუბრა იმ პროექტებზე, რომელიც ქალაქში განხორციელდება, მათ შორის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დაარსების გეგმაზე. მისი თქმით, ეს ქალაქის მოსახლეობის ზრდას  შეუწყობს ხელს. "ქუთაისი იქნება ახალგაზრდული ქალაქი ახალი ენერგიით",- განაცხადა შოთა მურღულიამ.

კითხვაზე, რატომ არ არ გააკეთა მსგავსი მოწოდება პირველ ტურში და ხომ არ ნიშნავს ეს, რომ "ქართული ოცნება" ხმების მოპოვების პრობლემის წინაშეა, შოთა მურღულიამ განმარტა, რომ  პირველ ტურში ბევრი კანდიდატი მონაწილეობდა და თავს არ მისცა უფლება მოწოდებები გაეკეთებინა, ახალი კი არსებულ ვითარებაში თავი ვალდებულად ჩათვალა ღიად დაუჭიროს მხარი  იმ პარტიის კანდიდატებს, რომელსაც თავად წარმოადგენს.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა