|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისი მერია "ზაფხულის საღამოების“ ორგანიზებისთვის 14. 455 ლარიან ტენდერს აცხადებს

ქუთაისი მერია   14. 455 ლარიან  ტენდერს აცხადებს  "ზაფხულის საღამოების“   ორგანიზებისთვის. ღონისძიებები  მონპლეზირის თაღის მიმდებარე ტერიტორიაზე,  ოპერისა თეატრსა და ლადო მესხიშვილის  თეატრში გაიმართება.

„მიმწოდებელი“ ვალდებულია უზრუნველყოს აღნიშნულ ტერიტორიებზე 2016 წლის 11 აგვისტოდან 9 სექტემბრის ჩათვლით  ღონისძიებების ორგანიზება.  კერძოდ,  5- 9  სექტემბერს მონპლეზირის მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილია  რეზო ჩხეიძის ფილმების ჩვენება, დასაწყისი 21:00 საათზე. ასევე,  ქალაქის რეაბილიტირებულ უბანში, ვერიკო ანჯაფარიძის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე  გაიმართება 11, 16, 21 აგვისტოს 19:00 საათზე  4 ქუთაისური ბენდის: ,,lost in music“; ,,museum“; ,,newface“, ,,13“ კონცერტი.

ასევე დაგეგმილია კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილის საღამო 23 აგვისტოს 18:00 საათზე ოპერის თეატრში,  3 სექტემბერს კი,  18:00 საათზე კომპოზიტორ ვაჟა დურგლიშვილის და მომღერალ რატი  დურგლიშვილის საღამო  მესხიშვილის თეატრში. 

   სცენის აწყობას, დაშლას, კონცერტების და კინოჩვენების გახმოვანებას, მ. ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრისა და ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის იჯარას უზრუნველყოფს შემსყიდველი.

"ზაფხულის საღამოები" ქუთაისში წელს მეორედ იმართება. 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა