|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საზღვრები გაიზრდება

ქუთაისის საზღვრები მიმდებარე რაიონების ტერიტორიების შემოერთების ხარჯზე შესაძლოა, გაიზარდოს- ამის შესახებ საკრებულოს დეპუტატმა ზაზა ლომინაძემ განაცხადა. მისი თქმით, საუბარი ქალაქის გაზრდაზე ორი წლის წინ დაიწყო და მოლაპარაკებები ამ დრომდე გრძელდება. იმ შემთხვევაში, თუ ცენტრალური ხელისუფლება მერიის მოთხოვნას დააკმაყოფილებს,  ქუთაისის საზღვარი რიონჰესამდე გაიზრდება.  მას ასევე დაემატება ჯიმასტაროს მიმდებარე ტერიტორია, ნიკეა - გეგუთს შორის არსებული მონაკვეთი და წყალტუბოს ტერიტორია.

"ქუთაისი თანამედროვე, ევროპული ქალაქი გახდება. მთავარია მშენებლობები გავიდეს ქალაქგარეთ. ჯერ კიდევ ორი წლის წინ გამოთქვა აზრი, რომ ქუთაისი გაიზარდოს და მივიდეს რკინიგზის ლიანდაგამდე და არ იყოს ჩიხში მოქცეული. მიმდინარეობს ცენტრალურ ხელისუფლებასთან  მოლაპარაკება, რომ შესაძლებელი  იყოს ნაწილი მიწების გადმოცემა. იმედია, რომ ცენტრალური მთავრობა მხარს დაგვიჭერს. სხვა რაიონის ბევრი მიტოვებული ტერიტორია, შესაძლოა, გადმოეცეს ქუთაისს და მოხდეს განაშენიანება. ქალაქგარეთ, მშენებლობები არის ევროპული ტენდენცია", –განაცხადა ზაზა ლომინაძემ.

შეგახსენებთ, ქუთაისის მერიამ ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებისა და ზონირების რუკის პროექტების საჯარო განხილვა მოაწყო.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა