ბაგა-ბაღების გაერთიანება #13 ფილიალში ორი წარმომადგენლის ყოფნას უარყოფს
ქუთაისის #13-ე ბაგა-ბაღში გაერთიანების ორი წარმომადგენლის ყოფნას არ ადასტურებს ააიპ „ბაგა-ბაღების გაერთიანების“ იურისტი რამაზ იობიძე. მან „ნიუპრესთან“ საუბარში განაცხადა, რომ იზა ბაზაძემ, რომელიც ამ დრომდე წარმომადგენლის მოვალეობას ასრულებდა, აღნიშნული პოსტი დატოვა.
„რადგან მაკა აბულაძე გუშინ დაბრუნდა ბაღში, გუშინდელ დღემდე მოვალეობას ასრულებდა იზა ბაზაძე. გაერთიანების დირექტორის ბრძანებით, მან გუშინ პოსტი დატოვა და საქმიანობას მაკა აბულაძე შეუდგა. აღსანიშნავია, ისიც, რომ კანონის შესაბამისად გაერთიანებას შესაძლებლობა აქვს ბაღში ყავდეს წარმომადგენლები და არაა დაკონკრეტებული მხოლოდ ერთი, ან ორი. თუმცა ამ შემთხვევაში მაკა აბულაძის ადვოკატის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არაა სიმართლე“-განაცხადა რამაზ იობიძემ.
მისივე განცხადებით, იზა ბაზაძე გაერთიანების ფინასნური აღრიცხვისა და მონიტორინგის სამსახურში მუშაობს მოვალეობის შემსრულებლად. გაერთიანებაში კონკურსის ჩატარების შედეგად ორი ვაკანტური ადგილი არსებობდა, ერთ-ერთი დროებით იზა ბაზაძემ დაიკავა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















