|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტმა 51 მილიონ 572 800 ლარი შეადგინა

ქუთაისის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტმა 51 572 800 ლარი შეადგინა. ეს ბიუჯეტის პირვანდელი ვარიანტია, რომელიც ეტაპობრივად შეიცვლება. ბიუჯეტი განსახილველად უკვე გადაეგზავნა საკრებულოს და პირველი შენიშვნებიც დაიმსახურა, თუმცა დეპუტატები პროექტის შეფასებისგან ჯერჯერობით თავს იკავებენ.

ქუთაისის მერიამ ბიუჯეტის პირვანდელი ვერსია უკვე გამოაქვეყნა. 2017 წელსაც პრიორიტეტს ინფრასტრუქტურა წარმოადგენს, ასევე მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა კულტურას, სპორტს და სოციალურ საკითხებს.

აღნიშნული პროექტი 2016 წლის ბიუჯეტის პროექტს  3 859 100 ლარით სჯობნის. თვითმმართველობაში იმედოვნებენ, რომ 2017 წლის ბიუჯეტი რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოყოფილი თანხით მნიშვნელოვნად გაიზრდება და 2016 წლის ბიუჯეტს გადააჭარბებს, რომელმაც ამჟამად 74 200 800 ლარი შეადგინა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა