ქუთაისის #27 საარჩევნო უბანი 8 წუთის დაგვიანებიით გაიხსნა
პირველი ამომრჩეველი ქუთაისის # 27 საარჩევნო უბანზე 08.15 საათზე დაფიქსირდა. როგორც მაია დავითაშვილმა, „ნიუპრესს“ განუცხადა, მან საკუთარი პოზიცია ქვეყნის კეთილდღეობისათვის დააფიქსირა. „ხმა მივეცი საქართველოს კეთილდღობას. ასევე იმედი მაქვს ჩემს მიერ არჩეული მაჟორიტარი კანდიდატი გაიმარჯვებს“ ,- განაცხადა მან.
საარჩევნო უბანი 08. 08 საათზე გაიხსნა. სააუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მაია ყიფიანის განცხადებით, საარჩევნო უბნის დაგვიანებით გახსნა დამკვირვებელთა სიმრავლემ გამოიწვია.
„ბევრი დამკვირვებელი გამოცხადდა, როგორც არასამთვრობო ორგანიზაციების, ასევე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. მათ რეგისტრაციის პროცესი გაიწელა, ამან გამოიწვია, საარჩევნო უბნის 8 წუთის დაგვიანებით გახსნა“,- განაცხადა მაია ყიფიანმა.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















