|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის #3 საჯარო სკოლა საერთაშორისო ოლიმპიადის მონაწილეა

2015 წლის ,,სასკოლო სპორტული ოლიმპიადის“ გამარჯვებული სკოლების გუნდები საერთაშორისო სასკოლო სპორტის ფედერაციის (ISF) ეგიდით გასამართ მსოფლიო ჩემპიონატებზე მიემგზავრებიან, რომელიც  შესაბამის სპორტის სახეობებში გაიმართება.

ქუთაისის მე–3 საჯარო სკოლის ვაჟთა გუნდი შარშან გახდა საქართველოს პირველი სასკოლო სპორტული ოლიმპიადის გამარჯვებული 3x3-ზე კალათბურთში. ამ გამარჯვებით მათ მოიპოვეს საქართველოს სახელით მონაწილეობის უფლება 2016 წლის სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატზე 3x3-ზე კალათბურთში, რომელიც ჩატარდება 16–დან 22–ივნისის ჩათვლით ესტონთში ქ.ტალინში.  ჩემპიონატში მონაწილეობას ღებულობს 22 გუნდი.

აღსანიშნავია, რომ სასკოლო სპორტულ ოლიმპიადას, რომელიც ტარდება ბავშვთა და მოსწავლე ახალგაზრდობის სპორტის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებითა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა და მეცნიერებისა და განათლების სამინისტროების მხარდაჭერით, მეორე წელია ასევე აქტიურად უჭერს მხარს ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია. მან წელს არა მხოლოდ საქალაქო, არამედ რეგიონალურ ოლიმპიადასაც უმასპინძლა.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა