|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის #59-ე საოლქო კომისიამ 12 საჩივარი განიხილა

ქუთაისის #59–ე საოლქო კომისიამ არჩევნების დღეს დაწერილი 12 საჩივარი განიხილა. არჩევნების დღეს 17 საჩივარი დაიწერა, ამათგან 5 ადმინისტრაციული იყო და ის განსახილველად დაეწერა უშუალოდ კომისიის თავმჯდომარეს, რომელიც მათ ერთი თვის ვადაში განხილავს.

#59–ე საოლქო კომისიის თავმჯდომარის ავთანდილ ოსეფაიშვილის განცხადებით, წარმოდგენილი საჩივრებიდან 7 არ დაკმაყოფილდა, ორი სრულად დაკმაყოფილდა, ორი ნაწილობრივ, რაც გაფრთხილებას და შენიშვნას გულისმხობს. ერთი საჩივრის განხილვა გადაიდო.

კომისიის თავმჯდომარე ასევე გამოეხმაურა გაერთიანებული ოპოზიციის წევრის მიერ სხდომის დატოვებას. მისი თქმით, ეს არ იყო პროტესტი, რადგან ნებისმიერ ადამიანს შეუძლია სხდომა მაშინ დატოვოს, როცა თავად გადაწყვეტს. მისი თქმით, ბრალდებას ვერ მიიღებს, რადგან საჩივრები არ არის იმ შინაარსის, რომ ამის გამო ვინმე დაჯარიმდეს.

არჩევნების შემდეგ დაწერილი საჩივრების განხილვა ხვალ გაგრძელდება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა