|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საოლქო კომისიაში #28–ე უბანზე დაწერილი საჩივრის განხილვას ხმაური მოყვა

ქუთაისის #59–ე საოლქო კომისიამ არჩევნების მეორე ტურზე, უშუალოდ არჩევნების დღეს დაწერილი საჩივრების განხილვა დაიწყო. კომისია დღეს 12 საჩივარს განიხილავს.

სხდომაზე ხმაური მოყვა 28–ე უბანზე დაწერილი საჩივარის განხილვას. გაერთიანებული ოპოზიციის წევრი გია უკლება განმარტავს, რომ უბანზე არ იყო შესაბამისი ადგილი დამკვირვებლებისთვის და მათ მუშაობაში ხელი ეშლებოდათ.

მისივე თქმით, კომისიის თავმჯდომარე რეალურად „ქართულ ოცნებას“ წარმაოდგენდა და მათ ინტერესს ატარებდა, ამიტომ, ის არ უნდა ასრულებდეს ამ მოვალებას. 

კომისიამ  საჩივარი არ დააკმაყოფილა,  რის გამოც გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა  გია უკლებამ  სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. "საოლქო  კომისია მომართულია იმისათვის, რომ საჩივრები არ დაკმაყოფილდეს"-განაცხადა უკლებამ.

სხდომას არ ესწრებოდა თავად საჩივრის ავტორი, რის გამოც  კომისიის თავმჯდომარემ უკმაყოფილება გამოთქვა.

შეგახსენებთ, 28 -ე საარჩევნო უბანზე. ამავე საარჩევნო უბანზე დამკვირვებლების მხრიდან დაიწერა საჩივარი, რომელზე  რეაგირებაც კომისიას არ მოუხდენია. სწორედ ამის გამო, ადგილზე გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი მივიდა.

გიორგი უკლებას გამოჩენას ხმაური მოჰყვა და კომისიის თავმჯდომარე საკმაოდ აგრესიულად ითხოვდა, რომ მას ტერიტორია დაეტოვებინა. 

 კომისიის თავმჯდომარე გია უკლებას კამერების წინ ფიზიკურად ეხებოდა და ტერიტორიის დატოვებას ასე აიძულებდა.

ქუთაისში არჩევნების დღეს უბნებზე 17 სააჩივარი დაიწერა, ყველა საჩივარი პროცედურულია. მომდევნო დღეებში 8 საჩივარი დაემატა.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა