ქუთაისის აეროპორტი ერთ–ერთი ყველაზე დაუცველია - პასკალ მენიე
საფრანგეთის ელჩის საქართველოში პასკალ მენიეს თქმით, პრობლემას წარმოადგენს საფრანგეთსა და გერმანიაში ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფებების შემოსვლა, რის გამოც საჭირო ზომების მიღებას ითხოვს.
"პირველი, ჩვენ რაც გვსურს, ეს არის კონტროლის გამკაცრება გასვლის მხრივ, ანუ სხვადასხვა ასეთი ჯგუფების წარმომადგენლებმა ვერ შეაღწიონ საფრანგეთში. ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ ეს ზომები საქართველოს ტერიტორიაზე გამკაცრდეს. ასევე შემდეგი რაც გვინდა გავამკაცროთ, ეს არის შემოსვლა შენგენის ტერიტორიაზე, მაგალითისთვის გეტყვით, როგორიც არის ქუთაისი–ბერლინის ფრენები, ეს არის ერთ–ერთი ყველაზე დაუცველი აეროპორტი. გვინდა, იქ კონტროლი გავამკაცროთ, რათა საეჭვო პირები შენგენის ტერიტორიაზე არ დაუშვან. შემდეგი თანამშრომლობა არის ორმხრივი თანამშრომლობა ფრანგ და ქართველ პოლიციელებს შორის“, – განაცხადა ელჩმა.
მისი თქმით მიზეზი, რის გამოც საფრანგეთი და გერმანია ქართული მხარისთვის ვიზალიბერალიზაციის მიცემისათვის თავს იკავებდა, ეს არის ორგანიზებული კრიმინალი, რომელიც თანთანად იზრდებოდა ევროპის ქვეყნებში და ამ ორ ქვეყანაშიც, თუმცა საქართველოს მხარემ კი ისინი დააარწმუნა, რომ პრობლემას მოაგვარებდნენ.
ელჩის განმარტებით, უახლოეს პერიოდში საქართველოს შს საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია გერმანიაში მიდის და მან იმედი გამოთქვა, რომ გახარია საფრანგეთსაც ეწვევა.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















