ქუთაისის სამივე მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტურია მოსალოდნელი
ამ დროის მონაცემებით, ქუთაისის არც ერთ მაჟორიტარულ ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს სავალდებულო ბარიერი არ გადაულახავთ, სავარაუდოდ, სამივე ოლქში მეორე ტურის დანიშვნაა მოსალოდნელი.
ქუთაისის საოლქო კომისიას ამ დროისათვის 85 ოლქის დათვლის მონაცემების აქვს. არ გამორიცხავენ, რომ 129-ვე უბნის შედეგების დათვლის შემდეგ ეს მაჩვენებელი შეიცვალოს.
#59 საარჩევნო კომისიაში 28 საჩივარია შესული, რომელთა განხილვა ხვალ დაიწყება.
რაც შეეხება პარტიებს, ქუთაისის ოლქების მონაცემების მიხედვით, #49 ოლქში ბარიერი გადალახა "ქართულმა ოცნებამ და ნაციონალურმა მოძრაობამ, #48 ოლქში "ქართულმა ოცნებამ", "ნაციონალურმა მოძრაობამ" და "ალასანია- თავისუფალმა დემოკრატებმა". #47 ბარიერი გადალახა "ქართულმა ოცნებამ", "ნაციონალურმა მოძრაობამ" და "პატრიოტთა ალიანსმა".
როგორც საოლქო კომისიაში აცხადებენ, #90 უბანზე მომხდარ დაპირისპირებას უბნის შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია.
ავტორი: ირინა მაკარიძე





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















