|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის "ბაგა-ბაღების გაერთიანება" საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

ააიპ "ბაგა-ბაღების გაერთიანება" ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს, ამის შესახებ გაერთიანების იურისტმა რამაზ იობიძემ "ნიუპრესს" განუცხადა. მისი თქმით,  მოსამართლე  ციცინო მოსიძემ უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო. 

"ბრალდება, რომელიც ბაგა-ბაღების გაერთიანებამ წაუყენა ზაალ ხონელიძეს, იყო სამართლიანი. ქუთაისის საოლქო სასამართლომ ხონელიძე ნაწილობრივ გაამართლა, რომელიც, რა თქმა უნდა, არაკანონიერია და გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში",-განაცხადა  რამაზ იობიძემ.

შეგახსენებთ, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ციცინო მოსიძემ ბაგა-ბაღების გაერთიანების განაჩენი ბათილად ცნო და ზაალ ხონელიძის განაცდურის ანაზღაურება გაერთიანებას სრულად დააკისრა.

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა