ქუთაისის ბაგა–ბაღების გაერთიანების 187 თანამშრომელი განაჩენის მოლოდინშია
თანამშრომელთა ერთდღიანი გაფიცვის გამო ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანებამ სასამართლოს მიმართა. გაერთიანებამ სარჩელი საქალაქო სასამართლოში დაახლოებით მიმდინარე წლის თებერვალში შეიტანა. მას შემდეგ გაერთიანების 187 თანამშრომელი განაჩენის მოლოდინშია.
ბაგა–ბაღების გაერთიანების იურისტის რამაზ იობიძის განცხადებით, სასამართლომ საქმე წარმოებაში მიიღო. მაგრამ საზაფხულო არადადეგების გამო საქმის ჩანიშვნა არ მომხდარა.
"ახლა სასამართლოებში შვებულების პერიოდი აქვთ მოსამართლეებს. ველოდებით შვებულების დასრულებას და საქმის ჩანიშვნას"–განაცხადა რამაზ იობიძემ.
შეგახსნებთ, რომ ერთდღიანი გაფიცვის გამო ქუთაისში ოთხი გამგე გაათავისუფლეს. #15 ბაღის გამგემ სასამართლო პროცესი მოიგო. ორი გამგე კი საქმის განხილვის მოლოდინშია.
გაერთიანების წინააღმდეგ სასამართლოს ასევე მიმართეს დირექტორის მოადგილემ და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტმა. ჯერჯერობით უცნობია, მათი საქმის განხილვა როდის მოხდება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















