ქუთაისის ბაგა–ბაღების გაერთიანების წინააღმდეგ მორიგი სასამართლო 14 ივნისს გაიმართება
ქუთაისის ბაგა–ბაღების გაერთიანებაში ერთდღიანი აქციის გამო გათავისუფლებული გამგეების სასამართლო პროცესი გრძელდება. ამჯერად ქუთაისის საქალაქო სასამართლო #13 ბაგა–ბაღის ყოფილი გამგის, მაკა აბულაძის სარჩელს განიხილავს. სასამართლო 14 ივნისს არის ჩანიშნული. აბულაძის ინტერესებს ადვოკატი რობიზონ ხურცილავა დაიცავს.
შეგახსენებთ, რომ გაერთიანებას სასამართლო დავა მოუგო #13 ბაღის გამგემ ნანა კაკურიამ. სასამართლომ გაერთიანებას კაკურიას სამსახურში დაბრუნება დაავალა, რაც გაერთიანებამ შეასრულა, თუმცა ამავდროულად, საქალაქოს სასამართლოს განჩინების გასასაჩივრებლად სააპელაციო სასამართლოს მიმართა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 34.85%
გაუარესდა - 53.79%
არ შეცვლილა - 11.36%
სულ - 132 ხმა


17:20
15:54
13:34
21:45
















