ქუთაისის ბიუჯეტი 73 555 600 ლარი გახდა
ქუთაისის ბიუჯეტმა მეექვსე ცვლილება განიცადა და 73 555 600 ლარი გახდა. ცვლილება საკრებულომ ერთხმად დაამტკიცა. როგორც ქუთაისის ვიცე–მერმა კონსტანტინე ქავთარაძემ განაცხადა, თანხა ბიუჯეტს რეგიონული განვითარების ფონდიდან დაემატა.
გადმორიცხულმა თანხამ 2 111 000 ლარი შეადგინა. ის სხვადასხვა პროექტებზე გადანაწილდება, აქედან წარმატებული შედეგებისა და მომავალი წარმატების წახალისების მიზნით, 100 000 ლარი ქუთაისის საკალათბურთო გუნდს - "ქუთაისი 2010" დაემატება.
განხილვას "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ. საკრებულოს სხდომის დასაწყისში ფრაქციის ერთ-ერთი წევრი ბესიკ ბრეგაძე გამოჩნდა, თუმცა სხდომა მანაც მალევე დატოვა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















