ქუთაისის ერთ-ერთ უბანზე ზედმეტი სარეგისტრაციო ბეჭედი აღმოჩნდა
ქუთაისში არჩევნების მეორე ტურები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ყველა უბანი დილით, 08:00 საათზე გაიხსნა. 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ავთანდილ ოსეფაიშვილის ინფორმაციით, რაიმე ტიპის მნიშვნელოვანი დარღვევა არ ფიქსირდება, თუმცა 28-ე უბანზე ზედმეტი სარეგისტრაციო ბეჭედი აღმოჩნდა.
მისივე განმარტებით, კომისიის წევრებმა ის უკვე დალუქეს და დღის ბოლოს საოლქო საარჩევნო კომისიაში გადაიგზავნება. 86-ე უბანზე კომისიის მდივანმა საკონტროლო ფურცელი დარღვევით შეავსო.
ქუთაისის სამივე საარჩევნო ოლქში ერთამენთს "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატები უპირისპირდებიან.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















