ქუთაისის ფოტო-კინო მატეანის მუზეუმს შენობა გადაეცა
დავით მხეიძის სახელობის ფოტო-კინო მატეანის მუზეუმს შენობა გადაეცა. მუზეუმი ქუთაისში, ნიუპორტის #7-ში მდებარე შენობაში დაიდებს ბინას. აღნიშნული გადაწყვეტილება ქალაქის თვითმმართველობამ 2015 წლის დეკემბერში მიიღო.
მუზეუმი 8 წლის განმავლობაში შენობის გარეშე იყო დარჩენილი. დაწესებულების კუთვნილი შენობა, რომელიც ქალაქის ისტორიულ უბანში მდებარეობდა, აღნიშნული უბნის რეაბილიტაციის დროს რეკონსტრუქციაში მოჰყვა. შენობის გარეშე დარჩენილი მუზეუმი სხვადასხვა პერიოდში ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმს, სამხატვრო სკოლას და დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეას აფარებდა თავს.
მუზეუმი ააიპ ქუთაისის „კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ ეკუთვნის. გაერთიანებაის ხელმძღვანელის, ელისო ქაროსანიძის განმარტებით, შენობისათვის მუზეუმის გადაცემა უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა: "ფოტო-კინო მატეანეს მუზეუმს უნიკალური არქივი გააჩნია, არა მხოლოდ რაოდენობრივი, არამედ ღირებულების თვალსაზრისით. მას დიდი მნიშვნელობა აქვს ქალაქისა და ქვეყნის ისტორიისათვის. ამიტომ მუზეუმისათვის შენობის გადაცემა თვითმმართველობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება იყო".
აღნიშნული შენობა ქალაქს გასულ წელს საპრივატიზაციო შენობათა ნუსხაში ჰქონდა შეტანილი.
ავტორი: ირინა მაკარიძე





11:02
16:29
16:27
13:32
13:09
















