|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის განვითარების გეგმის დასრულებულ ვერსიას 9 ივნისს წარმოადგენენ

ქუთაისში 9 ივნისს საერთაშორისო კონფერენცია მოეწყობა, რომელშიც მონაწილეობას ყველა თვითმმართველი ქალაქის პირველი პირი მიიღებს. შეხვედრაზე, ქუთაისის განვითარების სტრატეგიის დასრულებულ ვერსიას წარმოადგენენ. ქუთაისის ეკონომიკის განვითარებისა და ადგილობრივი ქონების მართვის სამსახურის უფროსის, პაატა კლდიაშვილის განცხადებით, ფორუმზე ასევე  განხილული იქნება სხვა თვითმმართველ ქალაქებთან ცალკეულ თემებზე თანამშრომლობის საკითხები.

"კონფერენციაზე წარმოვადგენთ ქალაქის განვითარების სტრატეგიის დასრულებულ ვერსიას. ასევე  განხილული იქნება სხვა თვითმმართველ ქალაქებთან ცალკეულ თემებზე თანამშრომლობის საკითხები. შეხვედრაზე ასევე იქნებიან  მოწვეული საერთაშორისო ორგანიზაციის წევრები, რომლებიც  საქართველოში მუშაობენ თვითმმართველობის საკითხებზე. ისინი გააკეთებენ მოხსენებას, თუ  რა პროექტების განხორციელებას გეგმავენ თვითმმართველობების მხარდასაჭერად უახლოესი 2-3 წლის განმავლობაში.  საბოლოო ჯამში, ხელმოწერილი ქნება მემორანდუმი ურთიერთ თანამშრომლობის შესახებ თვითმმართველ ქალაქებს შორის",-აღნიშნა კლდიაშვილმა "ნიუპრესთან" საუბარში.

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა