ქუთაისის გენდერული თანასწორობის საბჭოს ირაკლი შენგელია უხელმძღვანელებს
ქუთაისის თვითმმათთველობაში გენდერული საბჭო თავმჯდომარედ საკრებულის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია დაინიშნა. მისი განცხადებით, საბჭოს არსებობამ ხელი უნდა შეუწყოს ქალთა შესაძლებლობების გამოყენებას.
"საბჭოს თავმჯდომარედ დამტკიცებით გამიჩნდა შესაძლებლობა რეალურად შევუწყო ხელი პოზიტიურ ცვლილებებს. ცვლილებების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზა არის გენდერულად მგძნობიარე ბიუჯეტი. სწორედ, გენდერული ბიუჯეტი არის ფინანსური მექანიზმი თანასწორობის პოლიტიკის პრაქტიკული რეალიზებისთვის"-აცხადებს შენგელია.
მისი თქმით, ქუთაისის გენდერული საბჭო ხელს შეუწყობს გენდერული თანასწორობის ძირითადი გამოწვევების და მიმართულებების განსაზღვრას, მათზე რეაგირების მიზნით სამოქმედო გეგმის განხილვა – დამტკიცებას, ასევე ქუთაისის მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის სფეროში კანონმდებლობით გათვალისწინებული აქტივობების უზრუნველყოფას.
გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის განცხადებით, საბჭო კომპეტენტური ადამიანებით დაკომპლექტდება.
ამ მიზნით მიმდინარე კვირაში სამუშაო შეხვედრები გაიმართება.
ქუთაისის საკრებულოსთან გენდერული თანასწორობის საბჭო შეიქმნება
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















