|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის კრიმინალური პოლიციის უფროსის საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს

ქუთაისის კრიმინალური პოლიციის უფროსის გიორგი კაჭარავასა და მასთან ერთად დაკავებული გამომძიებლის ზურაბ ჭელიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაის საკითხზე თბილისის საქალაქო სასამართლო მსჯელობს.

 ბრალდების მხარე კაჭარავასა და ჭელიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფერდებას ითხოვს.
 პროკურორის ელიზბარ გოზალაშვილის განცხადებით,  გარდა ქრთამის აღებისა, კრიმინალური პოლიციის უფროსს გამოძიება ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვასა და დიდი ოდენობით იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვას ედავება.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა