|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მაჟორიტარობისთვის ღირსების ორდენოსანი, შშმ ქალბატონი იბრძვის

ქუთაისში მაჟორიტარი დეპუტატობისთვის 34 კანდიდატია რეგისტრირებული. ამათგან 9 ქალი კანდიდატია. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი კანდიდატი მანანა სტურუა შეზღუდული შესაძლებლობის არის. ის არჩევნებში  პარტია  „საქართველოს” სახელით მონაწილეობს და გამარჯვებისთვის 49-ე ოლქში იბრძვის.

მანანა სტურუა საზოგადოებასთან კომუნიკაციას თარჯიმნის  დამხმარის მეშვეობით ახერხებს. მიუხედავად შეზღუდული შესაძლებლობისა, ის აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა დებატებში. დღეს იმყოფება მედიაცენტრში, სადაც დეპუტატობის კანდიდატებს შორის დებატები იმართება. 

მანანა სტურუა ღირსების ორდენის კავალერია. სამეგრელოში,  მიტინგის დარბევის დროს სპეცრაზმელს ნიღაბი ჩამოხსნა, რითაც დამტკიცდა ხელისუფლების დანაშაული. დაჯილდოვდა წინა მთავრობის პერიოდში.

მ.პ გაერთიანება „საქართველოს“ ხელმძღვანელის, გიორგი ლილუაშვილის განცხადებით, ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც სმენისა და მეტყველების მქონე  პირი იღებს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას. მისი განცხადებით, მათი სურვილია  ამით საზოგადოების ყურადღება მიაპყონ შშმ პირების პრობლემებს. გაერთიანებას კანდიდატები ყავს თბილისსა და თერჯოლაში. ტყიბული-თერჯოლას ოლქში კენჭს იყრის პოეტი თამარ გავაშელიშვილი, მას აქვს გადაადგილების პრობლემა.

ლილუაშვილის განცხადებით,  სტურუას საქმიანობაში ხელს უშლიან. "ყრუ-მუნჯთა საზოგადოებამ" თარჯიმანს მისი დახმარების უფლება არ მისცა, რის გამოც მისი დებატებში მონაწილეობისათვის თარჯიმნის თბილისიდან ჩამოყვანა გახდა საჭირო.

მანანა სტურუა ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში ცხოვრობს.

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა