|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე შეურაცხყოფაზე გადმოვიდნენ"-ნატო ქათამაძე

საკრებულოს სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება  საკრებულოს „რესპუბლიკელ“ წევრ ნატო ქათამაძესა და საკრებულოს თავმჯდომარეს დავით დვალს  შორის მოხდა. დაპირისპირება „რეგიონული განვითარების ფონდიდან“ დარიცხულ თანხას მოყვა, რომლითინაც ინფრასტრუქტურული სამუშაოების მოწყობა იგეგემება რამდენიმე უბანში. აღნიშნულთან დაკავშირებით ნატო ქათამაძემ პროტესტი გამოთქვა, ვინაიდან  "გამარჯვების ოლქში" სადაც ის მაჟორიტარია არ მოხდა სამუშაოების დაწყება, რასაც მისი თქმით, დიდი ხანია ითხოვს. აღნიშნულთან დაკავშირებით ქალაქის მერმა განაცხადა, რომ  ქათამაძე მოწვეული იყო მაჟორიტარების შეხვედრაზე, რომელზე არ გამოცხადდა. ნატო ქათამაძის განაცხადებით, შეხვედრაზე არ მიუწვევიათ.

აღნიშნულს  საკრებულოს თავმჯდომარე გამოეხმაურა და  ნატო ქათამაძეს მატყუარა უწოდა.

„თქვენ ხართ მატყუარა და სირცხვილია თქვენნაირი დეპუტატის საკრებულოში ყოფნა. თქვენი უზრდელობის გამო საკრებულოს თავმჯდომარეები ბოდიშის მოხდას ითხოვენ “,-აღნიშნა დვალმა.

ნატო ქათამაძემ განაცხადა, რომ მიუხედავად შეურაცხყოფებისა ის ყოველთვის ესწრება სხდომებს.

„რეგიონული განვითარების ფონდიდან“ ქუთაისს გადმოერიცხა  თანხა, თუმცა   არათანაბრად იქნა   მაჟორიტარულ ოლქებში გადანაწილებული. ამ საკითხთან დაკავშირებით დავეკითხე ქალაქის მერს, თუმცა ორ ხმაში ქუთაისის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე პასუხის ნაცვლად შეურაცხყოფაზე გადმოვიდნენ, რაც ჩემთვის გაუგებარია“,-აღნიშნა ქათამაძემ.

აღნიშნული საკითხი საკრებულოს „ლეიბორისტმა“ დეპუტატმა სამსონ გუგავამაც გააპროტესტა. მისი თქმით, ასეთი მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა  წინასაარჩევნოდ არ უნდა ხდებოდეს.

ქალაქის მერის შოთა მურღულიას განმარტებით,  ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა არჩევნებიდან 60 დღით ადრე არ შეიძლება.

შეზღუდვები 8 აგვისტოდან განხორციელდება დღეს კი 5 აგვისტოა. რომ არ დავარღვიოთ კანონი ჩვენ ყველა  სავარაუდო ცვლილებები, რომელიც შეიძლება ამ პერიოდში დაგვჭირებოდა  შევიტანეთ ახლა",-განაცხადა მურღულიამ.

 

 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა