ქუთაისის მერია: დაველოდებით გამოძიების შედეგებს
ქუთაისის მერიის პრესსსამსახურის განცხადებით, მერია დაელოდება გამოძიების შედეგებს და გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებს.
საქმე ეხება ქუთაისის მერიის თანამშრომელს, ალეკო თევდორაძეს, რომელსაც ერთ-ერთი მოქალაქე სიტყვიერ შეურაცხყოფაში და მუქარაში ადანაშაულებს. ამის შესახებ მზევინარ მიქაძემ "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის #49 ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატის გიგი თევდორაძესთან შეხვედრისას განაცხადა. მიქაძის განცხადებით, მას ყავს ავადმყოფი შვილი და მერიისაგან ერთჯერადი დახმარების მიღების სანაცვლოდ "ნაციონალებთან" წანწალზე" და მათ მხარდაჭერაზე უარის თქმა მოთხოვეს.
დეპუტატობის კანდიდატთან აღნიშნული საუბრის სატელევიზიო ეთერში გასვლის შემდეგ, როგორც მიქაძე აცხადებს, მერიის თანამშრომელი ალეკო თევდორაძე, რომელიც ამავე დროს მუნიციპალიტეტის თანამშრომელიცაა, დაუკავშირდა მას და სატელეფონო საუბარში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და დახმარებაზეც უარი უთხრა.
როგორც "ნიუპრესს" შსს-ში განუცხადეს, უწყებამ მედიაში გავრცელებული ინფორმაციაზე საფუძველზე მოკვლევა დაიწყო. დაიკითხა ორივე მხარე. უწყების რეაგირების გამო კმაყოფილებას გამოთქვამს გიგი წერეთელი.
როგორც ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ ალეკო თევდორაძე მერიაში შტატგარეშე თანამშრომელია, ხოლო მოკვლევის დაწყების შესახებ მათ ინფორმაცია არ აქვთ.
საქმეში ჩართვას აპირებს სახალხო დამცველიც წარმომადგენლობაც, თუმცა მადონა ბასილაძე აცხადებს, რომ მათთვის კონკრეტული ინფორმაცია ჯერ არ მიუწოდებიათ.

ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















