ქუთაისის მერია უპილოტო საფრენ აპარატს ყიდულობს
ქუთაისის მერია ტურისმის საინფორმაციო ცენტრისთვის უპილოტო საფრენი აპარატს (დრონი) ყიდულობს. მერიამ 3 000 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა.
მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ტურიზმის ახალი საინფორმაციო ცენტრისთვის ახალი (არ უნდა იყოს ექსპლოატაციაში ნამყოფი) უპილოტო საფრენი აპარატის (დრონი) მიწოდება.
ასევე გამოცხადებულია ტენდერი ოპტიკური ხელსაწყოების (ფოტოაპარატი, პროექტორი და მისი მოწყობილობები) შეძენაზე, რისთვისაც 9 550 ლარიანი ტენდერია გამოცხადებული.
აპარატს და ტექნიკას მერია ტურიზმის საინფორმაციო ცენტრისთვის გამოიყენებს. ცენტრის რეაბილიტაცია ამ დროისთვის მიმდინარეობს და სავარაუდოდ, წლის ბოლოს გაიხსნება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















