ქუთაისის მერიამ 45 მრავალშვილიან ოჯახს საჩუქრები გადასცა
ქუთაისში 45 მრავალშვილიან ოჯახს მერიის გადაწყვეტილებით დედის დღესთან დაკავშირებით საჩუქრები გადაეცა. ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ დედის დღე პირადად მიულოცა მრავალშვილიან დედას მაია გოშთელიანს და ნინო თვალთვაძესთან ერთად მაია გოშთელიანს სამახსოვრო საჩუქარი გადასცა.
მაია გოშთელიანი 13 შვილი ყავს და ქუთაისში ყველაზე მრავალშვილიანი დედაა.
,,მრავალშვილიანი დედები არიან ის ადამიანები, რომელებიც განსაკუთრებულად დასაფასებელი არიან სახელმწიფოს მხრიდან. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ მათ და უყურადღებოდ არ დავტოვოთ. ისინი ნამდვილად იმსახურებენ ჩვენს ყურადღებას და პატივისცემას,"-განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















