ქუთაისის მერიამ რეზო ბუხსიანიძეს იუბილე მიულოცა
ქუთაისის მერიამ ცნობილ ოპერატორს 65 წლის იუბილე მიულოცა. რეზო ბუხსიანიძე ათეული წლებია "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ოპერატორია.
"ჩვენ დიდი პატივისცემით ვულოცავთ სახელოვან და ღვაწლმოსილ თანაქალაქელს იუბილეს. ბატონი რეზოს ღვაწლი განუმეორებელია ქართული სატელევიზიო ისტორიისა და საოპერატორო სკოლის განვითარებაში"-აცხადებენ ქუთაისის მერიაში.
რეზო ბუხსიანიძე ოპერატორის პროფესიას 1971 წელს დაეუფლა, მას შემდეგ ერთგულად ემსახურება არჩეულ პროფესიას.
მის მიერაა გადაღებული აფხაზეთის ომის ცნობილი კადრები.
ქუთაისის მერიის პრესსამსახურმა ღვაწლმოსილ ოპერატორს ფულადი თანხა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















