|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიაში მოქალაქეთა ახალი მისაღები გაიხსნა

ქუთაისის მერიაში მოქალაქეთა ახალი მისაღები გაიხსნა. გახსნის ცერემონიალს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ჰოლანდიის ელჩი ესწრებოდა. საზიეიმო ვითარებაში გახსნილი მისაღები მოქალაქეებს ერთი ფანჯრის პრინციპით მოემსახურება.

ქუთაისის მერის, შოთა მურღულიას განცხადებით, ახალი მისაღები თანამედროვე პრინციპებზე არის გათვლილი და მოქალაქეთა მომსახურებას გაცილებით ხელმისწავდომს ხდის.

"ეს არ არის განსაკუთრებული რამ,  მნიშვნელოვანია, რომ ქუთაისის მერიაში თანამედროვე სერვისები ინერგება. მოქალაქეებს შესაძლებლობა ეძლევათ გამარტივებულად მიიღონ მათთვის სასურველი ინფორმაცია და საბუთები"–განაცხადა შოთა მურღულიამ. მისივე თქმით, კადრები, რომლებიც კონკურსის გზით შეირჩნენ, სათანადო გამოცდილების  არიან, მათ შესწევთ უნარი, საჭირო სერვისები სროულად მიაწოდონ მოქალაქეებს.

მოქალაქეთა მისაღები, რომელიც მერიის სახვადასხვა ოთახებში იყო განთავსებული, დღიდან  ერთ სივრცეში იფუნქციონირეს. მისაღები ადაპტირებულია შშმ პირებზე. მერის განცხადებით, პანდუსი, რომელიც, ამ დრომდე თავის ფუნქციას სრულყოფილად ვერ ასრულებდა,  შშმ პირებისთვის გაცილებით მოსახერხებელი გახდება და მერიის მისაღებში მათ სასურველი სერვისების მიღება შეეძლებათ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი