"ქუთაისის მერიის მაღალჩინოსნებზე 443 450 ლარის პრემია გაიცა"
პოლიტიკური გაერთიანების "ახალი საქართველოს" წარმომადგენელმა ზაალ ხონელიძემ მერიის მაღალჩინოსნების მიერ მიღებული პრემიები გაასაჯაროვა. ხონელიძის განცხადებით, ქუთაისის მერიის მაღალჩინოსნებზე 2016 აპრილის თვეში 443 450 ლარის ოდენობის პრემიაა გაცემული, აქედან შტატგარეშე თანამშრომლებზე 30 760 ლარი. დანამატის სახით კი 109 557 ლარის ოდენობით თანხაა გაცემული. ჯამში, მერიას ამ პერიოდში პრემიებისა და დანამატების სახით 543007 ლარი აქვს გაცემული.
ხონელიძის განცხადებით, გარდა ამისა, მერიის მაღალჩინოსნებზე სისტემატიურად იცემა დანამატის სახით ხელფასის 40%, სამსახურის უფროსებზე კი ხელფასის 30 %. ამგვარად, მერის მოადგილეები, ნოდარ მიქიაშვილი და კოტე ქავთარაძე დამატებით ხელფასის 40% იღებენ, სამსახურის უფროსები კი ხელფასის 30%-ს.
ხონელიძე „შოთა მურღულიას დამკვიდრებული პრემირების მანკიერი პრაქტიკის“ გაუქმებას ითხოვს. მისი თქმით, პრემიები დამსახურების მიხედვით უნდა იცემოდეს და არა მხოლოდ მაღალჩინოსნებზე, არამედ ჩინით უფრო დაბალ საფეხურზე მდგომ თანამშრომლებზე.
მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის, ზვიად ჯავახიას განმარტებით კი, პრემიებს დაბალ რგოლში მომსახურე პერსონალიც იღებს, თუმცა ინფორმაციის კონფიდენციალურობიდან გამომდინარე, მხოლოდ მაღალჩინოსნების მოიერ მიღებული პრემიები გაასაჯაროვეს. მისი თქმით, პრემიები სწორედ დამსახურების მიხედვით გაიცემა.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















