ქუთაისის მერიის ქმედება პროტესტის მიზეზი გახდა
ქუთაისის მერიის ქმედება პროტესტის მიზეზი გახდა. არასამთავრობო ორგანიზაციებმა, პოლიტიკური პარტიების წევრებმა და მოქალაქეებმა მერიის მიერ კიბეზე გაკრული სტიკერების ჩამოხსნა გააპროტესტეს და განაცხადეს, რომ ოკუპაციას ჭირდება შეჩერება და არა ისეთი ქმედება, როგორსაც ქუთაისის მერია გამოხატავს.
"როგორც მოგეხსენებათ, 25 თებერვალს, ტრადიციულად ჩავატარეთ აქცია-პერფორმანსი და ქალაქის ცენტრში დავარიგეთ ფლაერები და გავაკარით სტიკერები, რომელზეც დატანილი იყო წარწერები - "რუსეთი მტერია", "არა ოკუპაციას" , რაც ასევე გავაკარით მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ მდებარე კიბეზე. მოგეხსენებათ, რა მდგომარეობაა ქალაქში, რა წარწერებია და საარჩევნო პლაკატები ისევ გაკრულია, თუმცა აქცენტი ამ სტიკერებზე გაკეთდა და 15 წუთში ეს სტიკერები მერიის თანამშრომლებმა ჩამოხსნეს, იმავე დღეს ისევ გავაკარით და ისევ ჩამოხსნეს. ზედამხედველობის სამსახურის მიერ გაკეთდა განცხადება, რომ ეს იყო დანაშაული, ამ ერთხელ გვაპატიებდნენ და განმეორების შემთხვევაში, დაგვაჯარიმებდნენ. ჩვენ დღეს იგივე გავიმეორეთ, რადგან ოკუპაცია არის ქვეყნის ძირითადი პრობლემა, ადამიანები არ უნდა იხოცებოდნენ საზღვარზე, არ უნდა იტაცებდნენ მათ. ოკუპაცია უნდა შეჩერდეს, ამიტომ საჭიროა ქმედება, მაგრამ არა ისეთი, როგორსაც ქუთაისის მერია აკეთებს. ჩვენ ველოდებით მერის ქმედებას, თუ დასაჯარიმებლები ვართ, დაგვაჯარიმონ", -განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლიას" დამფუძნებელმა თორნიკე ბარათაშვილმა. მას ასევე აღნიშნა, რომ სტიკერების ჩამოხსნის ბრძანება უშუალოდ იმერეთის გუბერნიიდან გაიცა.
აღნიშნულს იმერეთის არ ადასტურებენ გუბერნიაში და აცხადებენ, რომ ბრალდება უსაფუძვლოა.
მერიაში განცხადებას, რომ კომენტარი მოგვიანებით გააკეთდებოდა, თუმცა შემდგომ პოზიცია შეცვალეს და განაცხადეს, რომ კომენტარი არ გაკეთდება.
შეგახსენებთ, არასამთავრობო ორგანიზაციამ პლაკატები 25 თებერვალს გააკრა და ამით რუსეთის მიერ ქვეყნის ოკუპაცია გააპროტესტა.

"ოთხოზორია თუ ტატუნაშვილი არ გამოილევა, სანამ რუსეთი არ დატოვებს ჩვენს ტერიტორიას"
ქუთაისის მერია ანტისაოკუპაციო წარწერების გამო პასუხისმგებლობის დაკისრებას ითხოვს
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















