|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო აქცია მიმდინარეობს

ქუთაისში „ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო აქცია მიმდინარეობს.

შეკრებილ მხარდამჭერებს პირველად დავით ბაქრაძემ მიმართა.

"რა გირჩევნიათ, იყოს მთავრობა, რომელიც ზღაპრებს ყვება, თუ რომელიც საქმეს აკეთებს? ჩვენ ქვეყანას სჭირდება შენება და განვითარება, ამიტომ გავიმარჯვებთ ჩვენ, რადგან ქვეყანაში თუ ვინმეს  საქმის კეთება შეუძლია, ეს არის "ნაციონალური მოძრაობა", იმიტომ რომ ჩვენ ეს უკვე გავაკეთეთ"-, განაცხადა  ბაქრაძემ.

ქუთაისისა და იმერეთის მხარდამჭერებს პარტიის საარჩევნო სიის  პირველი ათეულის წევრები და ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები მიმართავენ. 

"დღეს რომ ერთად ვართ ნიშნავს იმას, რომ ვერ დაგვშალეს და ვერ დაგვაშინეს, 4 წლის განმავლობაში ხელისუფლება ებრძოდა არა ლარის კურსის ვარდნას, არა მცოცავ ოკუპაციას, არამედ "ნაციონალურ მოძრაობას"- განაცხადა გია თევდორაძემ.

 

შეხვედრა ქუთაისის მერიის წინ, მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. 

 

 

 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა