"ჭიღვარია წადი" - ქუთაისის მერის წასვლის მოთხოვნით აქცია გრძელდება
ქუთაისის მერის წასვლის მოთხოვნით აქცია გრძელდება. ქალაქის ბულვარში მდებარე კაფე "სავანეს " მეპატრონეები მერის წასვლის მოთხოვნით, მერიის წინ შეიკრიბნენ.
"ჭიღვარია წადი, შენ კლავ ქუთაისის მომავალს "-აცხადებენ აქციის მონაწილები და გიორგი ჭიღვარიას წასვლას საყვირების ფონზე ითხოვენ.
მათი თქმით, მერია დოკუმენტების გაყალბებით ცდილობს მათთვის ქონების წართმევას. კაფის მფლობელები ამბობენ, რომ პროტესტს მანამდე არ შეწყვეტენ, ვიდრე მიზანი მიღწეული არ იქნება.
შეგახსენებთ, ქუთაისის მერიისა და კაფე "სავანეს" შორის სასამართლო დავაზე გადაწყვეტილება 16 ივლისს გამოცხადდება.
აქცია მერის წინააღმდეგ გუშინაც გაიმართა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















