|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერმა ღვაწლმოსილ სპორტსმენს იუბილე მიულოცა

ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ ღვაწლმოსილ სპორტსმენს სოსო დიაკონიძეს 70 წლის იუბილე მიულოცა. სპორტის დამსახურებული ოსტატი სოსო დიაკონიძე ამჟამად საქართველოს რაგბის ფედერაციის იმერეთის კოორდინატორია. იგი არის ქალთა რაგბის გუნდის დამარსებელი. რაგბის მწრთვნელის ამპლუაში სოსო დიაკონიძე იყო საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი და პრიზიორი. იგი ასევე წარსულში საბჭოთა კავშირის ჩემპიონი და ევროპის პრიზიორი იყო. ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ იუბილარს „ღვაწლმოსილი ქუთაისელის საპატიო სიგელი“ გადასცა.მას ასევე საჩუქრად ანგარიშზე 1000 ლარი ჩაერიცხა.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა