ქუთაისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
8 ივლისს ქუთაისის ნაწილს ელქტროენერგია შეეზღუდება- მოსალოდნელი გათიშვის შესახებ ინფორმაციას "ენერგო პრო ჯორჯია" ავრცელებს.
"დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე გაითიშება მაღალი ძაბვის ქვესადგური "ქუთაისი 5", რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება დაახლოებით 3000 აბონენტს ქ. ქუთაისში. ძაბვა დროებით შეუწყდებათ აბონენტებს ახალგაზრდობის გამზირზე და მის შესახვევებში, მახვილაძის ქუჩას და წერეთლის ქუჩის ნაწილს.
აბონენტთა ენერგომომარაგების საიმედოობის უზრუნველყოფის მიზნით პროფილაქტიკურ სამუშაოებს კომპანია სისტემატურად ატარებს ყველა მაღალი ძაბვის ქვესადგურში. სამუშაოების დასრულებისთანავე ენერგომომარაგება ჩვეულ რეჟიმში აღდგება", - ნათქვამია განცხადებაში.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















