ქუთაისის რამდენიმე ქუჩას 8 აგვისტოდან გაზმომარაგება შეუწყდება
კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი" 8 აგვისტოს საღამოს 18:00 საათიდან 10 აგვისტოს საღამოს 18:00 საათამდე ქალაქ ქუთაისში შემდეგი ქუჩების : ნიკეას, ლომოურის, სოხუმის, ქუთათელის, ჭუმბურიძის, ქანთარიას ქუჩებს თავისი შესახვევებითა და ჩიხებით; ჭავჭავაძის გამზირის კენტი ნომრების NN 1-19, ლუწი ნომრების NN 2-8; დავით აღმაშენებლის NN 23, 25, 33, 35; ერისთავის N 2; ლადო ასათიანის ქუჩას; ლ. ასათიანის II, V, VI, VII ჩიხების; ლ. ასათიანის III ჩიხის NN 2, 3, 4; ლ. ასათიანის V შესახვევის NN 1, 5; ნინოშვილის ქუჩის NN 155, 157, 159, 161, 165, 167, 171, 173, 175, 179; ნინოშვილის XIII ჩიხის NN 2, 4, 5; ნინოშვილის XV ჩიხის მაცხოვრებლებს გაზმომარაგება შეუწყდებათ.
აბონენტებისთვის გაზმომარაგების შეწყვეტის მიზეზი, საშუალო წნევის გაზსადენზე დაგეგმილი სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოები გახდება. აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე, ეტაპობრივად აღუდგებათ.
კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი" ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის და აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ „სოკარ ჯორჯია გაზის" ცხელ ხაზზე: 16 114 ან ეწვიეთ ვებ-პორტალსwww.mygas.ge.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















