|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის რამდენიმე უბანს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

მიმდინარე წლის 14 აგვისტოს მაღალი ძაბვის ქვესადგურ „სათაფლიაში“ დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო ქუთაისში 06:00 საათიდან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება დაახლოებით 5200აბონენტს

დაგეგემილი სამუშაოების ჩატარების გამო ძაბვის მიწოდება დროებით შეუწყდებათ მომხმარებლებს ბუხაიძის, ბუხაიძის მე-2 მიკრო-რაიონის, ირაკლი აბაშიძის, შარტავას, გამარჯვების, ზვიად გამსახურდიას, გრიბოედოვის, ლენინაკანის, მეველის, ჯავახიშვილის, შერვაშიძის, 9 აპრილის და მიმდებარე ქუჩებსა და შესახვევებში; ასევე,წყალტუბოს რაიონის სოფელ ბანოჯას.

აბონენტთა ენერგომომარაგების საიმედოობის უზრუნველყფის მიზნით მსგავს ღონისძიებებს ენერგოკომპანია პერიოდულად ყველა მაღალი ძაბვის ქვესადგურში ატარებს. სამუშაოების დასრულებისთანავე მომხმარებლებისენერგომომარაგება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა