ქუთაისის რამდენიმე უბანს წყლის მიწოდება შეეზღუდება
ქუთაისის რამდენიმე უბანს წყლის მიწოდება შეეზღუდება. 23 მაისიდან 27 მაისის ჩათვლით, ქალაქ-მუზეუმის, საფიჩხიისა და კახიანაურის აბონენტებს წყლის მიწოდების გრაფიკი შეცვლებათ.
"გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" ქუთაისის სერვის ცენტრის ხელმძღვანელის, მერაბ ბობოხიძის განმარტებით, რეაბილიტირებული ქსელის გადართვითი სამუშაოები მიმდინარეობს, რის გამოც, შესაძლოა, სამივე უბანს წყლის მიწოდების გრაფიკი შეეცვალოს.
"ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ შევინარჩუნოთ გრაფიკი, თუმცა შესაძლებელია ეს არ მოხერხდეს", - განაცხადა ბობოხიძემ.
მისი თქმით, ქუთაისში მიმდინარე, „კოქსის“ პროექტის I ეტაპის დასრულებასთან დაკავშირებით, მიმდინარეობს რეაბილიტირებული ქსელის გადართვითი სამუშაოები, რომლის დასრულებისთანავე წყლის მიწოდება აღდგება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





13:50
21:51
11:02
16:29
















